ამას გარდა, ჯილდო ითვალისწინებს ნაწარმოების, როგორც გერმანულად თარგმნას ასევე მის პუბლიკაციას (11.000 ცალის გამოცემას).
ჯილდოს ნაწილია ასევე გამარჯვებული ტექსტის პრეზენტაცია ვენაში გამართული საჯარო კითხვის ფარგლებში და დაჯილდოვებული ავტორის მიწვევა ავსტრიაში. ორგანიზატორები ხელს შეუწყობენ გამარჯვებული ნაწარმოების დადგმას გერმანულენოვან სახელმწიფო თეატრებში 2014/15 წლების სეზონზე.
პიესების კონკურსი იმართება ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ , ავსტრიის პენ-კლუბთან და დოქტორ ქრისტიან პაპკესთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია კონკურსის სამართლებრივ და სამხატვრო საკითხებზე.
პროექტის მხარდამჭერია -
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
საკონტაქტო პირი-ხათუნა ხუნდაძე 2 99 02 85 This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
პროექტის პარტნიორია -
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი.
საკონტაქტო პირი- მანანა ანთაძე 2 233007 ან 5/99/ 207770 This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
h2. (2) მონაწილეობის პირობები
მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა პირს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, დაიბადა საქართველოში, ფლობს საქართველოს მოქალაქეობას ან მინიმუმ 15 წელი დღევანდელ სახელმწიფო ტერიტორიაზე იცხოვრა.
პიესის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ენაზე.
ორიგინალთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისური ვარიანტიც და სინოპსისი.
ინგლისური ვარიანტი ემსახურება საერთაშორისო ჟიურის პირველად ორიენტაციას და უნდა იყოს სრულყოფილი, მაგრამ არა პროფესიული დონის თარგმანი.
ერთი ავტორის მიერ მხოლოდ ერთი პიესა უნდა იქნეს წარმოდგენილი.
ტექსტი არ უნდა იყოს არც სცენაზე დადგმული და არც გამოქვეყნებული.
პიესა უნდა შეესაბამებოდეს თავისი არსით საკონკურსო თემას ,,საუბარი საზღვრების შესახებ: სიცოცხლის შეგრძნება გარდაქმნების დროს”.
პიესა წარმოდგენილი უნდა იქნას მაქსიმუმ 5 მსახიობის მიერ.
წარმოდგენამ უნდა მოიცვას მთელი საღამო (არ უნდა იყოს ერთაქტიანი): ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 70 წუთს.
მონაწილეები გადასცემენ ნაწარმოების გამოყენების უფლებებს აბზაც (3) -ის შესაბამისად.
h2. (3) ნაწარმოების გამოყენების უფლებები
ყველა მონაწილე გადასცემს ორგანიზატორებს ნაწარმოების გამოყენების შემდეგ უფლებებს:
პიესის ტექსტის თარგმნისა და გამოქვეყნების არაექსკლუზიურ, დროში შეუზღუდავ უფლებას ანაზღაურების გარეშე, მაგალითად ანთოლოგიის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი განვითარდება ბესტსელერად, ავტორი მიიღებს შესაბამის წილს შემოსავლიდან.
მონაწილეები აცხადებენ თანხმობას, რომ გამარჯვებული პიესისთვის ძალაშია შემდეგი ნორმები:
ავტორი გადასცემს ორგანიზატორებს გამარჯვებული ტექსტის თარგმნისა და გამოქვეყნების ექსკლუზიურ უფლებას პრემიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
ორგანიზატორები ამას გარდა იღებენ პიესის დადგმის ექსკლუზიურ უფლებას არაუმეტეს 2 წლისა და მაქსიმუმ 14 საჯარო წარმოდგენისა. გამარჯვებული აცხადებს თანხმობას, რომ ზემოთ ხსენებული უფლებებისთვის ფულად ჯილდოსთან ერთად არ მიიღებს სხვა ანაზღაურებას.
h2. (4)ტექსტის წარდგენა
ტექსტის წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 20 დეკემბერი, პარასკევი.
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პიესის ტექსტი ორიგინალ ენაზე
- პიესის ტექსტის ინგლისური ვარიანტი და სინოპსისი ინგლისურ ენაზე
- პირველადი ინფორმაცია ავტორის შესახებ ინგლისურ ენაზე
- დადასტურება იმისა, რომ ავტორი გაეცნო წარდგენის პირობებს და ეთანხმება მათ.
- კონვერტზე მიუთითოთ „Drama Contest“ და გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი,
აღმაშენებლის გამზირი 164,
თბილისი 0112, საქართველო.
მანანა ანთაძე
ტელ. 2 233007 ან მობილი 5 /99/ 207770
E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
პიესები და დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით „Drama Contest“-ის სათაურის ველში მითითებით.
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. და კიპიო This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
(პროექტის სარეგისტრაციოდ ელექტრონულ გვერდზე www.talkingaboutborders.eu მითითებულია პირდაპირი ლინკი: http://talkingaboutborders.eu/en/submission/ )
დაკარგულ დოკუმენტებზე პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. წარმოდგენილი დოკუმენტები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
h2. (5) დაჯილდოვება და სამართლებრივი პროცედურა
წარმოდგენილი პიესები ჟიურის გადაეცემა ანონიმურად. ჟიური შედგება 5 კომპეტენტური სპეციალისტისგან, მათ შორის ორი საქართველოდან.
გამარჯვებული ცნობილი გახდება 2014 წლის თებერვლის დასასრულს ახალი პრესკონფერენციის ფარგლებში.
ჟიური თავის საბოლოო დასკვნას წარმოადგენს წერილობით. გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება საჯარო კომენტირებას.
სამართლებრივი პროცედურები გამორიცხულია.
შესაძლო სამართლებრივი დავების გადასაწყვეტად ნაწარმოების გამოყენების, თარგმნის, გამოქვეყნების ან დადგმასთან დაკავშირებით გამოიყენება ავსტრიული სამართალი და ვენის სასამართლო დაწესებულება.