23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
2004 წელს ქ. ბათუმში შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სადაც გაერთიანდნენ ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის სახელმწიფო კაპელა, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი, ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრი. 2007 წელს (2007 წლის 26 დეკემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის N95 დადგენილება) ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც მუსიკალურ ცენტრს დაემატა ზ. ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდია და კვარტეტი ,,ნოტა“.
2008 წლიდან ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალურ თეატრს შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად ეწოდება ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი.
2011 წელს მოხდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია. შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ვახტანგ ხმალაძეს. ცენტრს აქვს დარბაზი თანამედროვე აღჭურვილობით, 1100 ესპანური სავარძელითა და დიდი ესპანური ჭაღით; შენობის მესამე სართულზე არის საგამოფენო სივრცე, ადგილი, სადაც საესტრადო და ჯაზ–კონცერტების გამართვა იქნება შესაძლებელი.
სპეციალურად განახლებული შენობის გახსნა ახალი სპექტაკლის - "ქეთო და კოტეს" პრემიერით შედგა. სპექტაკლი, რომელიც ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ კერესელიძის კინომუსიკის ახლებური არანჟირებით ნიკა მემანიშვილმა წარმოადგინა. დეკორაციებისა და კოსტუმების ავტორი თამარ კვესიტაძე. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილი.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის გასტროლები
1998 წელი - თბილისი ,“ბრავოს“ ფესტივალი, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელო“.
1998 წელი - თურქეთი, ასპენდოსი – ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი–ჯუზეპე ვერდის ოპერა „ოტელო“.
2001 წელი - თბილისი – საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ბავშვთა ოპერისა და ბალეტის თეატრი – სპექტაკლი კარლო გოცის „პრინცესა ტურანდოტი“-ს მიხედვით.
2001 წელი – რუსეთი, მოსკოვი – „საქართველო, აჭარის კულტურის დღეები“ საკონცერტო დარბაზში „Россия“ და ჩაიკოვსკის დიდ საკონცერტო ბარბაზში გალა – კონცერტი.
2002 წელი – რუსეთი, მოსკოვი – ბავშვთა ოპერისა და ბალეტის თეატრი - სპექტაკლი კარლო გოცის „პრინცესა ტურანდოტი“-ს მიხედვით.
2002 წელი – იტალია, მაჩერატა – ბავშვთა ოპერისა და ბალეტის თეატრი - სპექტაკლი კარლო გოცის „პრინცესა ტურანდოტი“-ს მიხედვით.
2004 წელი – თბილისი, პრეზიდენტის ინაუგურაცია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მონაწილეობით შესრულებული იქნა საქართველოს ჰიმნი.
2005 წელი – თბილისი, ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მონაწილეობით შესრულებული იქნა საქართველოსა და ამერიკის შეერტებული შტატების ჰიმნი.
2008–2009 წლები – ბულგარეთის რესპუბლიკა ქალაქი ვარნა, საერთაშორისო ფესტივალი “Море и спомени“ – კვარტეტი „ნოტა“
2010 წელი – თურქეთი, სტამბული, ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი–სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები.
2012 წელი – სომხეთი, ერევანი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი - უებერის როკ–ოპერა „JESUS CHRIST SUPERSTAR “.
2012 წელი – ქალაქ თბილისი, რუსთაველის თეატრი, სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სპექტაკლი პიერტო მასკანის „სოფლის ღირსება“.
ცნობილი ხელოვანები ბათუმში
ალეკო ხომერიკი
ბადრი მაისურაძე
გიგა ლორთქიფანიძე და ელგუჯა ამაშუკელი
გიზო ჟორდანია
ეთერ ლამორის-ჭყონია
ელენე ობრაზცოვა
ელენე ობრაზცოვა
ელისო ბოლქვაძე
ზურაბ სოტკილავა
თამარ ივერი
იოსებ ბარდანაშვილი
ლადო ათანელი
ლამარა ჭყონია
ლიანა ისაკაძე, ნიკოლოზ რაჭველი
მსტისლავ როსტროპოვიჩი
ნანი ბრეგვაძე, ლადო ათანელი,პაატა ბურჭულაძე სოფო ნიჟარაძე, ეკა კახიანი
ნატო ნიკოლი-ჭყონია
ნინო ანანიაშვილი
ნინო მაჩაიძე
ნინო სურგულაძე
ოდისეი დიმიტრიადი
პაატა ბურჭულაძე, ვახტანგ მაჭავარიანი
პლაჩიდო დომინგო ქართველ ვარსკვლავებთან ერთად
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
ჩვენ გვყავს 498 სტუმარი და არცერთი დარეგისტრირებული მომხმარებელი საიტზე