http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3190agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3371agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9556agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9484agk-is-118.jpglink
0 1 2 3
Progress bar

სპექტაკლები

წინა შემდეგი
სოფლის ღირსება საკონცერტო

სოფლის ღირსება ს…

23-11-2012

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშო…

23-11-2012

ლუჩია დი ლამერმური

ლუჩია დი ლამერმუ…

23-11-2012

თავფარავნელის ბალადა

თავფარავნელის ბა…

23-11-2012

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი

იესო ქრისტე სუპე…

23-11-2012

სოფლის ღირსება

სოფლის ღირსება

23-11-2012

ქეთო და კოტე

ქეთო და კოტე

23-11-2012

ვალერი სოკოლოვი

 mg 2270-vs-rt 2

ვალერი სოკოლოვი გამოირჩევა ვიოლინოს რეპერტუარის ურთულესი კომპოზიციების უბადლო ინტერპრეტაციით. უკვე ჩატარებული და მომავალი საკონცერტო გამოსვლები შედგა ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა საფრანგეთის ფილარმონიული და ნაციონალური ორკესტრები, პარიზის ორკესტრი, ევროპის კამერული ორკესტრი, ლივერპულის სამეფო ფილარმონიული ორკესტრი, სტოქჰოლმის სამეფო ფილარმონიული ორკესტრი, აკვიტანიის ნაციონალური ორკესტრი და NDR რადიოფილარმონია. აღსანიშნავია ასევე შესრულება მარიინის თეატრთან, ვერბიერისა და კოლმარის ფესტივალებზე და თავის საკუთარ ფესტივალზე კრაკოვში უკრაინაში (უკვე მეორე წელს მოითვლის). 2011 წ. გამოვიდა EMI/VIRGIN ჩანაწერი ბარტოკისა და ჩაიკოვსკის კონცერტებისა მის შესრულებით ციურიხის ტონჰალეს ორკესტრსა და დეივიდ ცინმანთან ერთად.
ვალერი სოკოლოვმა იმუშავა ისეთ დაფასებულ დირიჟორებთან, როგორიცაა ვლადიმერ აშკენაზი, აივორ ბოლტონი, ანდრეი ბორეიკო, სიუზანა მალკი, იანიკ ნეზეტ-სეგუინი, პეტერ ოუნიანი, ვასილი პეტრენკო, კვამე რაიანი, ჰუბერტ საუდანტი და იან პასკალ ტორტელიერი; ორკესტრებს შორის კი არის როტერდამის ფილარმონიული ორკესტრი, ტოკიოს სიმფონიური ორკესტრი, ბრემენის გერმანული კამერული ფილარმონიული ორკესტრი, კლივლენდის ორკესტრი . იგი გამოდიოდა ფესტივალებზე ასპენში, სენტ დენისსა და შტაადში. 2008 წ. თებერვალში იგი გამოვიდა ბორის ტიჩენკოს ფორტეპიანოსა და ვიოლინოს კონცერტის პრემიერით შეერთებულ შტატებში, კარნეგი ჰოლში.
კამერული მუსიკის მოყვარული, ვალერი სოკოლოვი ხშირად თანამშრომლობს პიანისტებთან კეთრინ სტოტთან, ევგენი იზოტოვსა და დენის მაცუევთან; მევიოლინეებთან ვადიმ რეპინსა და რენო კაპიუსონთან; და ვიოლონჩელისტთან ლეონიდ გოროხოვთან.
EMI/Virgin Classics -თან ექსკლუზიური კოტრაქტის გაფორმების შემდეგ ვალერი სოკოლოვი ქმნის მზარდ კატალოგს ჩანაწერებისა, რომელთა შორის არის უკვე გამოსული ენესკუს მესამე სონატა პიანისტთან სვეტლანა კასენკოსთან 2009 წ. მის პირველ DVD კონცერტს სიბელიუსის ვიოლინოს კონცერტი ვლადიმერ აშკენაზის და მის ევროპის კამერულ ორკესრტთან ერთად; ის ასევე მონაწილეობდა ბრუნო მოსეჟოს ფილმში “un violon dans l’âme / Natural Born Fiddler”, 2004 წ. ტულუზაში შესრულებული რეჩიტალის ჩანაწერით. კრიტიკოსების დაფასებულ მუსიკოსს, მას ხშირად აჩვენებს ARTE TV.
1986 წ. უკრაინაში კრაკოვში დაბადებულს, ვალერი სოკოლოვს მიღებული აქვს სასწავლო გრან-პრი პაბლო სარასატეს საერთაშორისო შეჯიბრებაზე პამპლონაში, ესპანეტში 1999 წ., რის შედეგადაც მან მიიღო სტიპენდია ინგლისში, ნატალია ბაიარსკაიასთან იეჰუდი მენუჰინის სკოლაში სასწავლად. 2005 წ. სექტემბერში ვალერი სოკოლოვმა მოიპოვა გრან-პრი ჯორჯ ენესკუს საერთაშორისო შეჯიბრებაზე ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის შესრულებისთვის. მან ასევე მიიღო ჯილდო ენესკუს მესამე სონატის "საუკეთესო შერულებისთვის" და "ენესკუს ფონდის პრიზი". მას ასევე აფინანსებს Aсcenture-ის ფონდი ახალგზარდა მუსიკოსთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

 

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?

კი - 77.1%
არა - 22.9%

სულ ხმები: 175
ხმის მიცემა ამ გამოკითხვაში უკვე დამთავრდა ში: 22 დეკ 2014 - 00:00
 ◄◄  ◄  ►►  ► 
ნოემბერი 2024
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

შესვლა

Limon Tour World Guide Tranzito