http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3190agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3371agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9556agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9484agk-is-118.jpglink
0 1 2 3
Progress bar

სპექტაკლები

წინა შემდეგი
სოფლის ღირსება საკონცერტო

სოფლის ღირსება ს…

23-11-2012

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშო…

23-11-2012

ლუჩია დი ლამერმური

ლუჩია დი ლამერმუ…

23-11-2012

თავფარავნელის ბალადა

თავფარავნელის ბა…

23-11-2012

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი

იესო ქრისტე სუპე…

23-11-2012

სოფლის ღირსება

სოფლის ღირსება

23-11-2012

ქეთო და კოტე

ქეთო და კოტე

23-11-2012

გიორგი ჟორდანია

G.Jordania Photo1 TIF

1989 წ. თბილისისა და ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) კონსერვატორიების დამთავრების შემდეგ, გიორგი ჟორდანიამ განათლება შეერთებულ შტატებში გააგრძელა და მოიპოვა მაგისტრის ხარისხის დიპლომი ტენესის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ყოფნისას იგი მუშაობდა დირიჟორის თანაშემწედ და უდირიჟორა მრავალ სიმფონიურ კონცერტს. 1990 წ. 4 ივლისს შედგა მისი პროფესიული დებიუტი ამერიკაში ჩატანუგას სიმფონიურ ორკესტრთან, 30 ათასიანი აუდიტორიის წინაშე.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჟორდანიამ დაიწყო მუშაობა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1991 წ. საქართველოსა და უკრაინაში გასტროლების შემდეგ ის დაინიშნა ხარკოვის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ხარკოვის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად. 1995 წ. შედგა მისი დებიუტი რუსეთის ფედერალურ ორკესტრთან მოსკოვში, რომელაც დიდი წარმატებით ჩაიარა და გიორგი ჟორდანია მსოფლიოს გააცნო.
ის მოწვეული იყო სხვადსახვა ორკესტრის სადირიჟოროდ, მათ შორის შეიძლება დასახელდეს ორკესტრები დენვერში, კოლორადოში, ფენიქსში, არიზონაში, გამოდიოდა ქეიპ-ტაუნის ფილარმონიულ ორკესტრთან სამხრეთ აფრიკაში, დაგ-სითის სიმფონიურ ორკესტრთან სამხრეთ კორეაში, ორკესტრთან “რუმინეთის რადიო”.
1999-2003 წწ. გიორგი ჟორდანია გახლდათ საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2000 წ. აპრილში, ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა ტურში ‘პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში”. ამ ტურის შემდეგ, ორკესტრმა გიორგი ჟორდანიას დირიჟორობით და ცნობილ მევიოლინესთან ლიანა ისაკაძესთან ერთად გამართა გასტროლები ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, იტალია და ესპანეთი. ორკესტრს ასევე შესრულებული აქვს საქველმოქმედო კონცერტები საქართველოში და ქართული დიასპორისთვის პარიზსა და ლევილში (საფრანგეთში). 2000 წ., ლიანა ისაკაძესთან ერთად გიორგი ჟორდანიამ დაარსა “ბორჯომის კამერული მუსიკის ფესტივალი” საქართველოში, რომელზეც იგი იყო მთავარი დირიჟორი 2003 წლამდე.
2001 წ. ჟორდანია გახდა ხარკოვში (უკრაინა) გამართული “ახალი მილენიუმის დირიჟორთა პირველი საერთაშორისო შეჯიბრების” ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი. იმავე წელს იგი გახდა პრესტიჟული “საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს” ლაურეატი.
2002 წლიდან მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა შეჯიბრებებზე. 2005 წ. უკრაინასა და 2006 წ. შეერთებულ შტატებში, ის მოწვეული იყო ჟიურის წევრად ვახტანგ ჟორდანიას დირიჟორთა საერთაშორისო შეჯიბრებაზე.
2008 წ. გიორგი ჟორდანიამ დააფუძნა სხვა ფესტივალი – “თბილისის აღმოსავლური ხელოვნების ფესტივალი” და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი.
2013 წ. იგი დაინიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გენერალურ დირექტორად და მის სამხატვრო ხელმძღვანელად.

 

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?

კი - 77.1%
არა - 22.9%

სულ ხმები: 175
ხმის მიცემა ამ გამოკითხვაში უკვე დამთავრდა ში: 22 დეკ 2014 - 00:00
 ◄◄  ◄  ►►  ► 
ნოემბერი 2024
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

შესვლა

Limon Tour World Guide Tranzito