გივი ჭიჭინაძე
გივი ჭიჭინაძე საძოგადოების წინაშე პირველად წარდგა როგორც სახელმწიფო ანსამბლ „თბილისის“ სოლისტი და იქ 4 წელი იმოღვაწევა.
შემდგომ, 1992 წლიდან იგი გახდა ლეგენდარული ანსამბლის „ქართული ხმების“ სოლისტი და მასთან ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.
მოგვიანებით უკვე, როგორც ოპერის მომღერალი იგი გაემგზავრა იტალიაში სტაჟირებაზე, და მილანსა და გენუაში ისწავლა ისეთ აღიარებულ პედაგოგებთან, როგორებიცაა ე. ანველი და ლუჩანა სერა.
2000 წელს თბილისის ოპერაში შედგა მისი საოპერო დებიუტი სპექტაკლში „აბესალომ და ეთერი“.
ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მან უამრავ საკონცერტო თუ საოპერო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
იგი გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.