ვიტაუტას გიედრაიტისი
ახალი თაობის კლარნეტისტმა ვიტაუტას გიედრაიტისმა (1988 წ. დაბადებული), დაამთავრა ი.ნაუალისის მუსიკალური გიმნაზია კაუნასში, სადაც იგი სწავლობდა ვ.იემაიტრისთან. იგი დახელვონდა პროფ. მ.არინიონის კლასში პარიზში (2007-2008) და პროფ. ი.იენსენთან დანიის სამეფო მუსიკალურ აკადემიაში. ამჟამად ის აგრძელებს განათლებას პროფ. ა.ბუდრისთან ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში.
გიედრაიტისმა გაიმარჯვა თოთხმეტ ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებაზე, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალში, რომელთა შორისაცაა დ.ოისტახის (ესტონეთი) და კაუნას ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალი.
2012 წ. მას გადაეცა იამაჰას ფონდის გრანტი. თავისი სოლო კონცერტები მან შეასრულა ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა ლიტვის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი, ლიტვის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ლიტვის კამერული ორკესტრი, ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი, პარნუს კამერული ორკესტრი, კაუნას კამერული ორკესტრი, წმ. კრისტოფერის კამერული ორკესტრი, ანსამბლი “მუსიკა ჰუმანა”, ვილნიუსის სიმებიანი კვარტეტი და ციორლიონის კვარტეტი.
გიედრაიტისი უკრავს ლიტვის ნაციონალურ სიმფონიურ ორკესტრში, ლიტვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და დატვირთულ ორკესტრში. როგორც ორკესტრის წევრს, მას დაუკრავს ბალტიკის ფილარმონიულ და ევროკავშირის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრებთან.
კლარნეტისტი ასევე არის ტრიო “კლავიოლას” წევრი, რომელთანაც იგი ასრულებდა ლიტვურ მუსიკას სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ფესტივალებზე. მუსიკალური კრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ ტრიოს მუსიკალურ სტანდარტებსა და პროფესიონალიზმს, რომელიც გამოარჩევს ამ ტრიოს მსგავს ახალგაზრდულ კოლეკტივებს შორის. გიედრაიტისს მიღებული აქვს პრეზიდენტის ვალდას ადამკაუსის სპეციალური ჯილდო.