კვარტეტი იბერი
თბილისის სიმებიანი კვარტეტი შეიქმნა 2004 წელს. ამჟამად კვარტეტი აქტიურად და რეგულარულად მართავს კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზებსა და ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალებზე. ანსამბლის რეპერტუარში არის გაერთიანებული როგორც კლასიკური ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები.კვარტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ მუსიკას. თბილისის სიმებიანი კვარტეტის მისია არის ქართული კამერული მუსიკის პოპულარიზაცია.ანსამბლის რეპერტუარში ფართოდ არის წარმოდგენილი ქართველი კომპოზიტორები: ს.ცინცაძე, ს.ნასიძე, ა.მაჭავარიანი, ი.ბარდანაშვილი, თ.ბაკურაძე, ზ.ნადარეიშვილი, რ.კიკნაძე, გ.შავერზაშვილი. კვარტეტი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებზე: „შემოდგომის თბილისი“ და „თელავის მუსიკალური ფესტივალი“
გიორგი ხაინდრავა,1997წელს წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია,2002წელს ასპირანტურა.ამჟამად მუშაობს თბილისის სიმფონიურ ორკესტრში.ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები,მონაწილეობა აქვს მიგებული ფესტივალებში(საქართველოში,ასევე მის საზღვრებს გარეთ) მისი საკონცერტო შემოქმედება გამოირჩევა ქართველი თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით.ის აქტიურად მართავს კონცერტებს საქართველოს რეგიონებში.
თამარ ბულია, 1990 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია1992 წელს, ასპირენტურა. არის რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი და შოსტაკოვიჩის კონკურსის დიპლომანტი.მონაწილეობა აქვს მოღებული კონცერტებსა და ფესტივალებში როგორც საქართველოში,ასევე მის საზღვრებს გარეთ.2000-2003 წლებში იყო მსოფლიო საფესტივალო კამერული ორკესტრის წევრი.ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასოცირებული პროფესორი.
ირაკლი ჯაფარიძე,1993 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია,1995 წელს ასპირანტურა.ის არის ქართული თანამედროვე ალტის საშემსრულებლო სკოლის წარმატებული მუსიკოსი.დიდია მისი წვლილი თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებასა და პროპაგანდაში.მუშაობდა კანაზავას სიმფონიურ ორკესტრში კონცერტმეისტერად(ალტის ჯგუფის).ამჟამად მუშაობს შავი ზღვისპირა ორკესტრში,არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშო ასოცირებული პროფესორი და აგრძელებს ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას.
გიორგი ჯორჯაძე, 2004 დაამთვრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.ამჟამად მუშაობს თბილისის ოპერის და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრში კონცერტმეისტერად(ჩელოს ჯგუფის).პარალელურად არის გერმანიის საფესტივალო ორკესტრში იუსტუს ფრანცის ხელმძღვანელობით.ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები,აგრეთვე მონაწილეობდა სხავდასხვა ფესტივალებში. 2011 წლიდან არის საფესტივალო ორკესტრის „ფეისბუქის ვირტუოზების“ წევრი. ის აქტიურად მართავს კონცერტებს საქართველოს რეგიონებში.