ფილიპ კასარი
მისი თაობის უდიდეს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პარიზის ნაციონალური კონსერვატორიის პედაგოგებს დომინიკ მერლეს და ჟენევევა ჟიო დუტილიეს. 1982 წელს მიიღო I ადგილი საფორტეპიანო და კამერული მუსიკის საღამოზე. 2 წლის განმავლობაში იღრმავებს ცოდნას ვენის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში და ღებულობს რჩევებს ლეგენდარული ნიკიტა მაგალოფისაგან.
1985 წელს არის კლარა ჰასკინის კონკურსის ფინალისტი.
1988 წელს მიიღო I პრემია დუბლინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე. მიწვეული იყო ძლიერ ევროპულ ორკესტრებთან: ლონდონის ფილარმონიაში – ბირმინჰამის სიმფონიურ ორკესტრთან, BBC ფილარმონიაში – რადიო საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან, ტულუზის კაპიტოლიუმში, ბუდაპეშტის ფილარმონიაში – დანიის რადიო ორკესტრთან და ა.შ. სადაც ის უკრავს სილნევირ მარნიერის, მარეკ ჯანოვსკის, შარლ დუტუას, პასკალ ტორტელიეს, არმენ ჯორდანის და ვლადიმერ ფედოსიევის დირიჟორობით.
25 მდიდარი დასახელების დისკოგრაფიიდან აღსანიშნავია შუბერტის ჩანაწერები, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი.
2012 წელს შედგა დებიუსის პროგრამა 4 ხელითა და 2 ფორტეპიანოთი ფრანსუა შაპლინის (Decca) და დებიუსის ნაწარმოები, სადაც 4 რომანს ასრულებს სოპრანო ნატალია დესეი. (Virgin Classic).
2005 წლიდან ფილიპ კასარდმა გამართა 300–მე კონცერტი „თარგმანში მინიშნება“ ფრანგულ კონცერტებზე და მიიღო უმაღლესი პრემია „2007 წლის საუკეთესო ნამუშევარი“ შუბერტის 8 დისკიდან 6 დისკი გამოქვეყნდა 2011 წლის ნოემბერში და დაჯილდოებული იქნა შარლ გრის აკადემიის გრამ–პრით.