„აჭარის ისტორია ბავშვებისათვის“ პრეზენტაცია
12 დეკემბერი, 2013 წელი
დასაწყისი 17 : 00 საათზე
ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II შეხვედრა ნათლულებთან და მაყვალა ბერიანიძის პროექტის „ხატიმამული“–ს მიხედვით გამოცემული ოთხტომეულის „აჭარის ისტორია ბავშვებისათვის“ პრეზენტაცია
რომელიც განხორციელდა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა–კურთხევით და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II თანადგომითა და მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობენ: ქალაქ ბათუმის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“;
ბათუმის ქართული ტრადიციული გალობისა და სიმღერის ანსამბლი „ფერიცვალება“;
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ასნამბლი ბათუმი;
აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“;
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი;
წამყვანები: ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ზაალ გოგუაძე და ბათუმის
სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური
თეატრის სოლისტები.
ორგანიზატორები და მხარდამჭერები: აჭარის უმაღლესი საბჭო, აჭარის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრი, საქართველოს სოროპტიმის ინტერნაციონალის
კლუბი „ბათუმი“.