საქართველოს ხელოვანთა კავშირი „ხელოვანები მომავლისათვის“
„ფესტივალიდან ფესტივალამდე“
30 ნოემბერი, 2013 წელი
დასაწყისი 19 : 00 საათზე
ბათუმის ხელოვნების ცენტრიში, საქართველოს ხელოვანთა კავშირი „ხელოვანები მომავლისათვის“ წარმოგიდგენთ ტრადიციულ საფესტივალო პროექტს „ფესტივალიდან ფესტივალამდე“
საქართველოს ხელოვანთა კავშირმა „ხელოვანები მომავლისათვის“ საშუალება მისცა აჭარის ა/რ სახელოვნებო სკოლების განსაკუთრებით წარმატებულ მოსწავლეებს, პედაგოგებს და შემოქმედებით კოლექტივებს წარმოეჩინათ მაღალი პროფესიონალიზმი და დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობა, თურქეთის რესპუბლიკის მეორე საერთაშორისო კონკურს–ფესტივალზე „Future Stars 2013”.
სწორეს ეს პროექტი ზემოთხესებული საერთაშორისო კონკურს–ფესტივალის საპრიზო ადგილის მფლობელებს უმასპინძლებს.
პროექტი წარიმართება სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და ინდივიდუალური პროგრამით.
ორგანიზატორი: საქართველოს ხელოვანთა კავშირი -”ხელოვანები მომავლისთვის”
მხარდამჭერი: აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო