იაპონური მუსიკალური ჯგუფის ”ჰ ა ნ ა მ ა ს” კ ო ნ ც ე რ ტ ი
3 ნოემბერი, 2013 წელი
დასაწყისი 19 : 00 საათზე
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!
იაპონურ-დასავლური ჯგუფი „ჰანამას“-ი 2009 წელს ჩამოაყალიბეს ჩიე ჰანავამ (ცუგარუ-შიამისენის შემსრულებელი) და ნაცუმი ოკიმასუმ (მევიოლინე). ჯგუფი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ საშემსრულებლო ჟანრში. პოპ-ბგერების და მელოდიების ჰარმონიული შერწყმით, „ჰანამას“-ი ცდილობს გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ახერხებენ მათ ჰარმონიზაციას. 2010 წელს, პირველ ნეო კლასიკურ საერთაშორისო კონკურსზე, „ჰანამას“-მა მოიპოვა წამახალისებელი პრიზი. 2011 წელს ჯგუფმა მიიღო „ზეციური ხელოვნის“ ჯილდო ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საელჩოს ვებგვერდი: http://www.ge.emb-japan.go.jp/georgian/news/hanamas.html
ორგანიზატორები: იაპონიის საელჩო საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო