საქველმოქმედო კონცერტი
21 სექტემბერი, 2013 წელი
დასაწყისი 18: 00 საათზე
საერთაშორისო გაზეთი ,,კაუკასუს თაიმსი“, ფონდი საქმიანი და წარმატებული ქალები ინკლუზიური განათლებისთვის ბათუმის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ქეთევან ბალაძის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საქველმოქმედო ღონისძიებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
მონაწილეობენ: ეთერ კაკულია, თამუნა მიქელაძე, პაატა თედიაშვილი, ანი სირაძე, ქეთი გომართელი, ანრი ჯოხაძე, გოგა მესხი, სოფო სიმონიშვილი, ავთანდილ აბესალაძე, ბექა პიტაშვილი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,მწვერვალი“, სტუდია ათინათი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გუნდი. კონცერტს 70 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი დაესწრება, რომელთაც, კონცერტის მსვლელობის დროს გადაეცემათ სხვადასხვა საჭიროების ნივთები და საჩუქრები.
ღონისძიების ტრანსლირებას პირდაპირ ეთერში უზრუნველყოფს აჭარის ტელევიზია.
ღონისძიება MGDE GROUP - ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან: აჭარის ტელევიზია, ბათუმის ხელოვნების ცენტრი, აჭარის ავტ/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.