საქველმოქმედო კონცერტი
28 აგვისტო, 2013 წელი
დასაწყისი 20: 00 საათზე
ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი წმ. სამების ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მხარდასაჭერად
მონაწილეობენ: ივან ტირიონი – ევროპაში მოღვაწე ბარიტონი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი
ირაკლი შარაძე – პიანისტი, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელი
ირაკლი კახიძე – ტენორი (ევროპაში მოღვაწე) ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტი
მგალობელთა გუნდი „სამება“
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კვარტეტი „ნოტა“
ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“
ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდი
თეონა ბუაძე – კონცერტმაისტერი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი
კონცერტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ტელევიზია, რადიო აჭარა, აიპ. თევდორე აჭარელის სახელობის საკვირაო სკოლა, ბათუმის წმ. სამების ტაძარი.