ლიტერატურულ – მუსიკალური საღამო „ღირსეული მამულიშვილნი“
2 აგვისტო, 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების ცენტრი , ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1 ტელ: 27-62-40
დასაწყისი 19: 00 საათზე
მუსიკალური საღამოს ორგანიზატორები: ქალაქ ბათუმის საკრებულო და ორგანიოზაცია ა(ა) იპ „მწიგნობარი“.
ღონისძიების მიზანია, აფხაზეთის ომში მონაწილე მეომრების, 2008 წლის 8–9 აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლი ჯარისკაცების, ოჯახის წევრებისა და მონაწილე ჯარისკაცების მოწვევა, მამაცობისთვის დიპლომისა და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა.
საღამოზე გაჟღერებული იქნება: შოთა ზოიძის, გურანდა ძირკვაძის, გიორგი შავაძის, მზევინარ ძირკვაძის, მარიკა ხოზრევანიძის, გიორგი ხოზრევანიძის, გიორგი ბერიძის, გოგიტა ბერიძის, ზურაბ ზოიძის ლექსები.