“პოეზიის ზეიმი” ბათუმის ხელოვნების ცენტრში
16 ივლისი, 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების ცენტრი , ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1 ტელ: 27-62-40
დასაწყისი 20: 00 საათზე
VI საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი “სრული ხმით”
13-22 ივლისს საქართველოში შეიკრიბებიან წამყვანი პოეტები ოცდაათი ქვეყნიდან
წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-ე მეტი პოეტი და მთარგმნელი რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ. უცხოურ კოლეგებს უმასპინძლებენ ცნობილი ქართველი ლიტერატორები.
პროექტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი” და რუს მწერალთა საერთაშორისო ფედერაცია.
ტრადიციულად, ფესტივალი ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.
ფესტივალს ეწოდება “სრული ხმით” და ის ეძღვნება ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85-წლისთავს და ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიან 120-წლისთავს.
ათი დღის განმავლობაში პოეტური მარათონი მოიცავს 17 ქალაქს - თბილისი, რუსთავი, გორი, ახალქალაქი, მარნეული, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, მარტვილი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბაღდათი და ქუთაისი.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდები, შემოქმედებითი შეხვედრები, მასტერ-კლასები, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სპექტაკლები, ფილმების ჩვენებები და ასევე მანანა მენაბდეს კონცერტი “სიზმრები საქართველოზე. ეძღვნება დებ იშხნელებს” და კონცერი “ჯაზური ტრანსფორმაციები” ანდრეი მაკარევიჩის მონაწილეობით.
სპეციალურად ბიენალესთვის “რუსულმა კლუბმა” გამოუშვა თარგმანების კრებული ”გზაჯვარედინი”, ვ.მაიაკოვსკის ლირიკის წიგნი “სამარადისოდ დაჭრილი სიყვარულისგან”, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსების რუსულ-ქართული კრებული, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არსენ ერემიანის რჩეული ნაწარმოებების წიგნი “დამიძახე, როგორც შვილს”, პროფესორ ნატალია ორლოვსკაიას კრებული “ნარკვევები ლიტერატურული კავშირების საკითხებისთვის”. ყველა გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება ფესტივალიის დღეებში.
პროექტის მიზნად ექვსი წლის განმვლობაში რჩება კულტურული პლატფორმის შექმნა საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის, ხოლო საქართველოში – რუსული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალი ემსახურება თანამედოვე ლიტერატურული ურთიერთობების მხარდაჭერას და ქართველ და უცხოელ პოეტებს შორის ერთობლივი, უპირველეს ყოვლისა, მთარგმნელობითი პროექტრბის შექმნას.
ფესტივალი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით.