საბავშვო სპექტაკლი მაშა და დათვი
17 ივლისი, 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების ცენტრი , ოდისეიდიმიტრიადის ქ. №1 ტელ: 27-62-40
17 ივლისს, 13,00 და 15,00 საათზე ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება პირველი ქართული საბავშვო თეატრალური სერიალის "მაშა და დათვი" მეორე სპექტაკლი სახელწოდებით "ტყუილების გუდა"
"მაშა და დათვის" პირველი წარმატებული თეატრალური სერიის შემდეგ "მულტი-პულტის თეატრი" თავის ერთგულ პატარა მაყურებელს სპექტაკლის მეორე სრულიად ახალ სერიას სთავაზობს.
"ტყუილების გუდა" - ასე ქვია მეორე თეატრალურ სერიას, რომელიც რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დადგა. სპექტაკლის მეორე სერიაში მთლიანად შეიცვალა პიესის სიუჟეტი, სიტუაციები, მოქმედება ერთდროულად ორ განსხვავებულ სივრცეში ვითარდება, სპექტაკლის მეორე სერიაში ჩნდებიან ცნობილი მულტფილმის პერსონაჟები (თხა, ვეფხვი, კურდღელი, ციყვი, მელია)", - აცხადებენ თეატრში.
მათივე ინფორმაციით, სპექტაკლი ლიცენზირებულია და ის დანიურმა კომპანიამ "Masha and the Bear LTD" ქართულ კომპანიას, "მულტი-პულტის სამყაროს" გადასცა თითქმის ყველა საავტორო უფლებით, რომელიც საქართველოს გარდა მთელს კავკასიაზე ვრცელდება.
სპექტაკლი ძალიან პოპულარულია პატარებში და ის ოთხი თვის განმავლობაში ანშლაგებით მიდიოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ქუთაისი, ბათუმი). სპექტაკლი ოთხჯერ იყო ნაჩვენები ბაქოს სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად, პროექტი წარმოადგენდა კოპროდუქციას და მასში ქართველ მსახიობებთან ერთად "აზდრამის" მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
ახალი თეატრალური სერია "ტყუილების გუდა" დედაქალაქის შემდეგ ნაჩვენები იქნება ბათუმის ხელოვნების ცენტრში.