„ლიმპოპო“– ს საიუბილეო კონცერტი
11 ივლისი, 2013 წელი
2013 წლის 11 ივლისს, დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება საესტრადო ხელოვნების სტუდია „ლიმპოპო“– ს საიუბილეო კონცერტი
მონაწილეობენ: ანსამბლ „ლიმპოპო“–ს ოთხი თაობა
ეკრანზე ასახული იქნება ანსამბლის ისტორიის ამსახველი ვიდეო მასალა, ერთდროულად, რამოდენიმე თაობის წარმომადგენლები შეასრულებენ „ლიმპოპოს“ რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერებს.
რეჟისორი – ზურაბ ქავთარაძე
სცენის მხატვრული გაფორმება – დავით გოგიტიძე
საღამოს გაუძღვებიან ანსამბლის ცნობადი სახეები–ანეტი მიქელაძე, ბექა ჩოხარაძე, სალომე არველაძე
სტუდიის ხელმძღვანელი – ლეილა ალექსანდროვა
სტუდიის დამფუძნებელი – თამაზ ნიკოლაიშვილი
დასაწყისი 18 საათზე