http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3190agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_3371agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9556agk-is-118.jpglink
http://muscenter.ge/modules/mod_image_show_gk4/cache/img_9484agk-is-118.jpglink
0 1 2 3
Progress bar

სპექტაკლები

წინა შემდეგი
სოფლის ღირსება საკონცერტო

სოფლის ღირსება ს…

23-11-2012

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშო…

23-11-2012

ლუჩია დი ლამერმური

ლუჩია დი ლამერმუ…

23-11-2012

თავფარავნელის ბალადა

თავფარავნელის ბა…

23-11-2012

იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი

იესო ქრისტე სუპე…

23-11-2012

სოფლის ღირსება

სოფლის ღირსება

23-11-2012

ქეთო და კოტე

ქეთო და კოტე

23-11-2012

ირაკლი კახიძე

sol 11  

2005 წელს – დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის ფაკულტეტი (პროფესორ მარიამ ჯახუტაშვილის კლასი).
საოპერო პარტიები: ხოზეს პარტია – ჟორჟ ბიზეს ოპერიდან „კარმენი“, რუდოლფის პარტია – პუჩინის ოპერიდან "ბოჰემა", ჰერცოგის პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "რიგოლეტო", ალფრედის პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "ტრავიატა", მაცნეს პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "აიდა", კასიოს პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "ოტელო", ედგარდოს პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან ,,ლუჩია დი ლამერმური", ტურიდუს პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან ,,სოფლის ღირსება", ახალგაზრდა ბოშას პარტია – სერგეი რახმანინოვის ოპერიდან ,,ალეკო", მალხაზის პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ,,დაისი".
2007–2008 წლებში – შემოქმედებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის განყოფილება აჯილდოებს საპატიო სიგელით, მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“-ში ტურიდუს როლის შესრულებისათვის.
2008 წელს – თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა მისი დებიუტი, სადაც შეასრულა კოტეს პარტია – ვიქტორ დოლიძის ოპერიდან „ქეთო და კოტე“.
თანამშრომლობს ცნობილ მუსიკოსებთან: ჯანლუკა მარჩიანოსთან, ლადო ათანელთან, ბადრი მაისურაძესთან, გიორგი ბაბუაძესთან.
გასტროლები: საფრანგეთი, ტულონი, პარიზი, ავინიონი, ნანსი, მარსელი, ლიონი, კანი, ჰოლანდია – ამსტერდამი, კორეა – დეგუ.
არის ლადო ათანელის სახელობის პრემიის ლაურეატი.
2011 წელი – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გაიმართა ირაკლი კახიძის სოლო კონცერტი.
2011 წელი – ლადო ათანელის სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თამადგომის“ მიერ ჩატარებული საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსის ფინალისტი და პრემიის ლაურეატი.
2011–2012 წლის სეზონზე – ირაკლი კახიძე საფრანგეთის ქალაქ მარსელის „კნიპალის აკადემიის არტისტებისათვის“ სოლისტია. ამ პერიოდში მას მუშაობა მოუხდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა ჟან ლუი პიშონი, შარლ რუბო.
ირაკლი კახიძემ ამავე სეზონზე ავინიონის და მარსელის ოპერის თეატრებში წარმატებით შეასრულა იოჰან შტრაუსის ოპერაში „ფლედერმაუსი“ ალფრედის პარტია. ის ასევე ირიცხება საფრანგეთის ქ. პარიზის კონსერვატორიაში სტაჟიორად.
2012 წლის 24–25 ივლისს – მიწვეული იყო საფრანგეთის ქ. მონპელიეში „რადიო საფრანგეთის“ ფესტივალზე, სადაც წარმატებით შეასრულა პუჩინის ოპერა „ბოჰემა“ – დან I-III აქტი (რუდოლფის პარტია).
2012 წელი – საფრანგეთი, ქ. მარსელი – ლირიკულ მომღერალთა ეროვნული ცენტრი. კნიპალის პროფესიული სტაჟირების კურსი.
ყოველწლიურად მარსელში იმართება „როკევერის ფესტივალი“. ჩაიწერა და გამოიცა დისკები (ფესტივალის მონაწილე – ირაკლი კახიძე).
2012 წლის 9 ნოემბერს – სამხრეთ კორეა, ქ. დეგუ, შეასრულა ბიზეს ოპერაში „კარმენი“ დონ ხოზეს პარტია.
2012 წელი – პარიზის მარია კალასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი.
2012–2013 წლებში – საფრანგეთი, ქ. მარსელი – ლირიკულ მომღერალთა ეროვნული ცენტრი. კნიპალის პროფესიული სტაჟირების II კურსი.
2012–2013 წლებში – საფრანგეთი, ქ. პარიზი – ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ – პედგოგიური სასწავლებელი – კვალიფიკაციის ამაღლება.

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?

კი - 77.1%
არა - 22.9%

სულ ხმები: 175
ხმის მიცემა ამ გამოკითხვაში უკვე დამთავრდა ში: 22 დეკ 2014 - 00:00
 ◄◄  ◄  ►►  ► 
ოქტომბერი 2024
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

შესვლა

Limon Tour World Guide Tranzito