23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
ინგა ჯახუტაშვილი
2004 წელს – დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის ფაკულტეტი (პროფესორ მარინა ჯახუტაშვილის კლასი).
არის ლადო ათანელის სახელობის კონკურსის დიპლომანტი.
შესრულებული საოპერო პარტიები: მოხუცი ბოშას პარტია – სერგეი რახმანინოვის ოპერიდან ,,ალეკო", ფლორა ბერვუას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპარიდან ,,ტრავიატა", ბაბუსის პარტია – ვიქტორ დოლიძის ოპერიდან „ქეთო და კოტე“, ლოლას პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან ,,სოფლის ღირსება", ნანოს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ,,დაისი".
2010 წელი – მიიწვიეს თბილისის მუსიკალურ ცენტრში, სადაც შეასრულა ლოლას პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება“, დირიჟორი ჯან ლუკა მარჩინი.
2010 წელი – მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს თბილსის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გალა კონცერტზე მონაწილეობისთვის. დირიჟორი ვიაჩესლავ ბორტნოვსკი.
2011 წელი – მონაწილეობა მიიღო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, VI საერთაშორისო ფესტივალში „აღდგომიდან – ამაღლებამდე“.
2011 წელს – მიიწვიეს თბილისში ვიაჩესლავ ბორტნოვსკის კონცერტზე, სადაც შეასრულა დალილას არია – სენ–სანსის ოპერიდან ,,სამსონი და დალილა" და სანტუცას პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან ,,სოფლის ღირსება”.
2012 წელი – კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოება, სომხეთ – საქართველოს მიერ სომხეთის ქალაქ ერევანში, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო კონცერტის სახით ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსში „ჩვენ თქვენი სიამაყე“ და გახდა გრან–პრის მფლობელი.
2012 წელი – ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი, შეასრულა სანტუცას პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება“
2012–2013 წლებში – იტალია ქ. ანკონა, „პაოლო სოპრანი“–ს საქალაქო მუსიკალური სკოლა და „მ. ბინჩი“–ს საოპერო აკადემია – საოპერო ხელოვნების ამაღლება.
2013 წელი – იტალია, ქ. ანკონა, მონაწილეობა მიიღო კომპოზიტორ ჯუზეპე ვერდის საიუბილეო კონცერტში.
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |