ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე
პირველი მუსიკალური განათლება მიიღო ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ სასწავლებელში. შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე, საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასში. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო მაგისტრატურაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2012 წელს. არის დავით ანდღულაძის სახელობის სტიპენდიანტი.
ბოლო ერთი წელი მისი პედაგოგი გახლდათ ცნობილი ქართველი მომღერალი, პროფესორი ელდარ გეწაძე. სწავლების პერიოდში ის გახდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი.
საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა V რესპუბლიკური კონკურსისა და საერთაშორისო საოპერო კონკურსის დიპლომანტი.
2012 წელს – მიიწვიეს ქ. სტამბულში ლეილა გენჯერის სახელობის VII ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რომელსაც ატარებს მილანის ლა სკალას თეატრი.
2012 წელი – იტალია, ქ. მილანი – ერთწლიანი სტაჟირება ცნობილ იტალიელ მაესტროსთან ჯანი მაფეოსთან.
შესრულებული საოპერო პარტიები: ჟერმონის პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“, მარულოს პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო“ და ამავე ოპერაში – რიგოლეტოს პარტია. IV მოქმედება, ონეგინის პარტია – პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან „ევგენი ონეგენი“, ქრისტეფორეს პარტია –თაქთაქიშვილის ოპერიდან „პირველი სიყვარული“, სილვიოს პარტია – ლეონ კავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“, ალეკოს პარტია – სერგეი რახმანინოვის ოპერიდან „ალეკო“, ბელკორეს პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „სიყვარულის ნექტარი“.