თეა გელოვანი
1986–1994 წლებში – სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში საფორტეპიანო და ვოკალურ ფაკულტეტებზე.
2006 წელს – დაამთავრაბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის ფაკულტეტი (პროფესორ მარიამ ჯახუტაშვილის კლასი).
2010 წელი – იტალია, ქალაქი მილანი, ლასკალას აკადემიაში გაიარა სტაჟირება და მიენიჭა დიპლომანტის წოდება.
2010 წელი – თურქეთი, ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი.
შესრულებული საოპერო პარტიები:
ვიოლეტას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“.
ლუჩიას პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ლუჩია დი ლამერმური“.
ჯილდას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო“.
ჯულიეტას პარტია – ვინჩენცო ბელინის ოპერიდან „მონტეგები და კაპულეტები“.