ირმა ჟღენტი
2010 წელს –დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოლო სიმღერის ფაკულტეტი.
2010 წელს – ქალაქ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მიერ დაიდგა გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“, სადაც შეასრულა ლუჩიას პარტია.
ლუჩიას პარტიის წარმატებით შესრულებისათვის იგი აჭარის თეატრალური საზოგადოების შემოქმედებითმა კავშირმა დააჯილდოვა საპატიო სიგელით.
შესრულებული საოპერო პარტიები:
ვიოლეტას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“.
ჯილდას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო“.
მიქაელას პარტია – ჟორჟ ბიზეს ოპერიდან „კარმენი“.
მაროს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“.
მარეხის პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“.
ნედას პარტია – ლეონკავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“.
სუზანას პარტია – ვოლფგან ამადეი მოცარტის ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“.