მირანდა კონცელიძე
2003 წელს – დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება (პროფესორ მურმან მახარაძის კალსი), სწავლა განაგრძო და 2008 წელს წარჩინებით დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სპეციალობით–ვოკალი).
2008 –2010 წლებში – სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურაში (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). მონაწილეობას ღებულობს არაერთ საერთაშორისო და საქალაქო კონცერტებსა თუ სპექტაკლებში.
შესრულებული საოპერო პარტიები:
ბარბალეს პარტია – ვიქტორ დოლიძის ოპერიდან „ქეთო და კოტე“, დირიჟორი დავით მუქერია.
ნანოს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“, დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი.
ფლორა ბერვუას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ლოლას პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება“, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ალისას პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ლუჩია დი ლამერმური“.
ოლგას პარტია – პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან“ევგენი ონეგინი“, დირიჟორი ავთანდილ მამაცაშვილი.