გურამ გოგუა
1975 წელს– დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური განყოფილება.
1973 წელს – გახდა საბჭოთა კავშირის სატელევიზიო კონკურსის „ახალგაზრდული ხმების“ პირველი პრემიის ლაურეატი.
1982 წელს – წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება.
1980 წელს – მესამე კურსის სტუდენტი აიყვანეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სოლისტ-სტაჟიორად.
1984 წელს – მიიწვიეს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად, სადაც მოღვაწეობდა 21წელი.
1997 წელს – მიიწვიეს ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სოლისტად.
მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში ცნობილ მომღერლებთან: ზურაბ ანჯაფარიძესთან, ზურაბ სოტკილავასთან, ნოდარ ანდღულაძესთან, ელენე ობრაზცოვასთან, ალექსანდრე ხომერიკთან, მარიამ ჯახუტაშვილსა და სხვებთან ერთად.
ასევე – ცნობილ ქართველ რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან და გერმანელ რეჟისორ ჰერმან ვედეკინდთან.
შესრულებული საოპერო პარტიები:
ჟერმონის პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან„ტრავიატა“, დირიჟორი დავით მუქერია.
მორალესის პარტია –ჟორჟ ბიზეს ოპერიდან „კარმენი“, დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი.
ზურგას პარტია – ჟორჟ ბიზესოპერიდან „მარგალიტის მაძიებელნი“.
გელას პარტია – რევაზ ლაღიძის ოპერიდან „ლელა“, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
ლევანის პარტია – ვიქტორ დოლიძის ოპერიდან „ქეთო და კოტე“,დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
გენრიხის პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ლუჩია დი ლამერმური“.
რობერტის პარტია – პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან „იოლანტა“.
ევგენი ონეგინის პარტია – პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიდან „ევგენი ონეგინი“.
ალფიოს პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან „სოფლის ღირსება“.
სილვიოს პარტია – ლეონკავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“.
ფიგაროს პარტია – ვოლფგან ამადეი მოცარტის ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“.
მურმანის პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
კიაზოს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“.
ქრისტეფორეს პარტია – ოთარ თაქთაქიშვილის ოპერიდან „შერეკილები“.
პიზაროს პარტია – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ოპერიდან „ფიდელიო“.