ლელა კახიძე
1996 წელი – დაამთავრა ქალაქ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (პედაგოგ რუსლან გვაზავას კლასი).
2003 წელი – დაამთავრა ქალაქ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფესორ მარიამ ჯახუტაშვილის კლასი). 2002 წელი – ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის სოლისტი.
შესრულებული საოპერო პარტიები:
ნანოს პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ,,დაისი“.
დედა ლუჩიას პარტია – პიეტრო მასკანის ოპერიდან ,,სოფლის ღირსება“.
მაროს პარტია – ვიქტორ დოლიძის ოპერიდან ,,ქეთო და კოტე“.
ანინას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ,,ტრავიატა“.
ალისას პარტია – გაეტანო დონიცეტის ოპერიდან ,,ლუჩია დი ლამერმური“.
კარმენის პარტია – ჟორჟ ბიზეს ოპერიდან ,,კარმენი“.
მადალენას პარტია – ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო’’.
მლოცველი ქალის პარტია – რევაზ ლაღიძის ოპერიდან ,,ლელა’’.
ნაანას პარტია – ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან ,,აბესალომ და ეთერი’’.