კაპელის ისტორია
1998 წელს საოპერო გუნდის ბაზაზე შეიქმნა აჭარის სახელმწიფო კაპელა (10 მარტის #22 დადგენილება ,,აჭარის სახელმწიფო კაპელის შექმნის შესახებ) -გაზრდილი შემადგენლობით (კაპელის შემადგენლობა-120 მომღერალი). ამავე წელს კაპელამ მიიღო მონაწილეობა თბილისში გამართულ საერთაშორისო საოპერო ფესტივალში “ბრავო”, სადაც მიწვეულნი იყვნენ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები: ბარიტონი_რენატო ბრუზონი, ბანი_პაატა ბურჭულაძე, ტენორები_ბადრი მაისურაძე, ქრისტიან იოჰანსონი, სოპრანოები_მარია მარკი, ანდრეა როსტი, თამარ ჯავახიშვილი და სხვები. ამ ფესტივალზე კაპელა მაღალი სტანდარტების გუნდად აღიარეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კაპელის ასეთი წარმატება და აღიარება მთავარი ქორმაისტერის - ავთანდილ ჩხენკელისა და კონცერტმაისტერი ჯინევრა ბაუჟაძის დამსახურება იყო.
1998-2003 წლებში - აჭარის სახელმწიფო კაპელა იყო ერთადერთი საქართველოში როგორც პროფესიონალური დონით, ასევე რიცხობრივი შემადგენლობით.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელაში 70 მომღერალ-მსახიობია.
2003-2004 წლებში - კაპელის მთვარი ქორმაისტერია ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი ლელა დოლიძე, კონცერტმაისტერი -თამარ თოფურიძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2004 წლის 30 სექტემბრის ბრძანება #111 საფუძველზე განხორციელდა 2004 წლის 1 ოქტომბრიდან აჭარის სახელმწიფო კაპელის, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სრული რეორგანიზაცია. მათ ბაზაზე შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.
2004-2012 წლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთვარი ქორმაისტერია ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი ლელა დოლიძე, კონცერტმაისტერი -თამარ თოფურიძე.
2013 წლიდან კაპელის კონსულტანტია - ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი ლელა დოლიძე, კონცერტმაისტერი -თამარ თოფურიძე.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა გასტროლების პარალელურად ბათუმში აწყობდა სოლო კონცერტებს მრავალფეროვანი რეპერტუარით (ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, ასევე საზღვარგარეთელ კომპოზიტორთა აკაპელა ნაწარმოებები).
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დაარსებიდან დღემდე კაპელა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა სახის კონცერტებში და საოპერო სპექტაკლებში.
1998 წელს სახელმწიფო კაპელამ მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქ. ასპენდოსში ჩატარებულ საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე.
2001 წლის მაისში კაპელამ მონაწილეობა მიიღო ქ. მოსკოვში აჭარის კულტურის დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
2001 წელს ქ. ბათუმში დაიდგა ჯუზეპე ვერდის ოპერა “ბალ-მასკარადი”, “რექვიემი” (დირიჟორი დავით მუქერია)
2002 წელს თბილისში ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაიდგა მოცარტის “რექვიემი” (დირიჟორი დავით მუქერია).
2004 წლის 25 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი, ასევე ევროსაბჭოს ჰიმნი.
2005 წლის 9-10 მაისს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი.
2010-2011 წლებში კაპელა მონაწილეობას ღებულობდა საახალწლო კონცერტებში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, როგორიცაა ანდრეა ბოჩელი, ხოსე კარერასი, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ზურაბ სოტკილავა, სოფო ნიჟარაძე, ქეთი ქვემოკლიძე, ნინო სურგულაძე და სხვა.
2011 წლის 27 ივლისს პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.
2011 წლის აგვისტოს თვეში კაპელამ მონაწილეობა მიიღო რეაბილიტირებულ ხელოვნების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ მიუზიკლის - ,,ქეთო და კოტე”ს პრემიერაში.
2011-2012 წლებში ბათუმში წარმატებით დაიდგა გაეტანო დონიცეტის ოპერა ,,ლუჩია დი ლამერმური“(დირიჟორი დავით მუქერია).
2011 და 2012 წლებში თბილისში ჩატარდა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, სადაც კაპელამ მაღალი შეფასება და საპატიო დიპლომი მიიღო.