კვარტეტი ,,ნოტა“- ს ისტორია
ქართული საესტრადო სიმღერის, კერძოდ კი, ქალაქური, ხალხური თუ სტილისტური - ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებთა ნატიფი შესრულებისათვის და დახვეწისათვის, ათეული წლების მანძილზე იქმნებოდა ანსამბლები, სადაც ამ ჟანრის ნაწარმოებთა დახვეწა-განვითარებაზე ზრუნავდა როგორც მთელი საქართველოს, ისე ბათუმის მუსიკალურად განსწავლული ინტელიგენცია.
ასე მოხდა 2000 წელსაც, როცა ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის სტუდენტთა ძალისხმევით შეიქმნა გოგონათა ვოკალური ანსამბლი „ნოტა“, - ნინო ფაღავას, ნათია ცენტერაძის და ნათია კლარჯეიშვილის შემადგენლობით. ტრიო ,,ნოტა“ იმდღიდანვე აქტიურად იღვწის ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის დახვეწვა-განვითარებისა და ქართველი ერის ამ ლამაზი კულტურული მონაპოვარის საზღვარგარეთ გატანისათვის.
,,სტუდენტური დღეები 2002“-ის მხატვრული თვითშემოქმედების დათვალიერებაში გამარჯვების გამო, ტრიო ,,ნოტა“-მ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა.
2003 წელს - ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე ტრიო ,,ნოტა" დაჯილდოვდა დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით.
2003 წელს - თურქეთის რესპუბლიკაში, ქართალის ფესტივალზე ტრიო ,,ნოტა“-ს მიღებული აქვს დიპლომი და ლაურეატის წოდება.
2007 წელს ტრიო ,,ნოტა” შეუერთდა მუსიკალურ ცენტრს.
2009 წელს ტრიო ,,ნოტა”-ს შეემატა ერთი წევრი, რის გამოც შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად მოიხსენიება როგორც კვარტეტი ,,ნოტა“ - ნინო ფაღავას, ნათია ცენტერაძის, ლელა დოლიძის და შოველი გუგეშაშვილის შემადგენლობით. კონცერტმაისტერი - ბესიკ ბერძენიშვილი.
2008 წელს კვარტეტი ,,ნოტა“ ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე ,,МОРЕ И СПОМЕНИ“ დაჯილდოვდა დიპლომით - საუკეთესო მაღალმხატვრული შესრულებისათვის და მიიწვიეს მომდევნო წელს კონკურსზე.
2009 წელს - ბულგარეთის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე კვარტეტმა ,,ნოტა“-მ მოიპოვა პირველი ადგილი, ფულადი პრემია და ლაურეატის წოდება.
2010 წელს კვარტეტი ,,ნოტა“ მიიწვიეს სტამბულის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც დაჯილდოვდა დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით.
2011 წელს კვარტეტი ,,ნოტა“ მიიწვიეს ბულგარეთში, ქალაქ კორლოვოში - ,,ვარდების“ ფესტივალზე, ასევე მიიღო მონაწილეობა სახალხო დღესასწაულში ,,КОПРИВЩИЦА 2011“, სადაც დაჯილდოვდა დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით.
კვარტეტი ,,ნოტა“ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს აჭარისა და ბათუმის ყველა კულტურულ ღონისძიებებში, იგი ყველასათვის სასურველი ჯგუფი გახდა.