23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი
მამუკა ალაფიშვილი
შემოქმედებითი ბიოგრაფია
მამუკა ალაფიშვილი დაიბადა 1975 წლის 10 იანვარს, ქალაქ ბათუმში.
1997 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვალტორნის სპეციალობით (ბორის მუქერიას კლასი).
1993 – 1994 წლებში - მუშაობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თეატრში (ორკესტრის მსახიობი).
1993 – 1997 წლებში - მუშაობდა ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ
ორკესტრში (ორკესტრის მსახიობი).
2000 წელს - დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტურა საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის
სპეციალობით (პედაგოგი ასოცირებული პროფესორი ზაზა აზმაიფარაშვილი).
1999 წლიდან - მუშაობს ქ.ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ასოცირებული პროფესორი).
1993 – 2004 წლებში - მუშაობდა ქ.ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში (ორკესტრის მსახიობი).
2004 წლიდან - ქ.ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია.
2007 წლიდან - ქ.ბათუმის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დირიჟორი.
2012 წელს - შედგა მამუკა ალაფიშვილის დებიუტი ქ.ერბილში (ერაყი), სადაც მან უდირიჟორა ერბილის ორკესტრს.
2013 წლიდან - ქ.ქუთაისის საოპერო თეატრის დირიჟორია.
მისი ორკესტრის რეპერტუარში შედის საოპერო და სიმფონიური ნაწარმოებები,
ოპერები : ზაქარია ფალიაშვილის „ დაისი“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, გაეტანო დონიცეტი „ლუჩია დი ლამერმური“, „სიყვარულის ნექტარი“, ვოლფგან ამადეი მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ და სხვა.
მისი დირიჟორობით შესრულდა სიმფონიური ნაწარმოებები : მოცარტის , ბეთჰოვენის, ბრამსის, შუბერტის, შუმანის და სხვა.
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |