23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
23-11-2012
კაპელის კონსულტანტი
ქეთევან მანელიშვილი
შემოქმედებითი ბიოგრაფია
ქეთევან ჯემალის ასული მანელიშვილი დაიბადა 1961 წლის 22 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში. 1978 წელს დაამთავრა ბობოყვათის საშუალო სკოლა.
1979 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუს. სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1983 წელს.
1982 წელს მუშაობა დაიწყო სოფ. ბობოყვათის საშუალო სკოლასთან არსებულ მუს. სტუდიაში.
1983 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო ქობულეთის მე-2 სამუსიკო სკოლაში საგუნდო კლასის პედაგოგად.
1986 წელს დიდი ქართველი კომპოზიტორის - ოთარ თაქთაქიშვილის რეკომენდაციით სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს.
1991 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში(ამჟამად სკოლა თერთმეტწლედი) საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ძირითად პედაგოგად, სადაც დღემდე ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1993 – 1998წლებშიმუშაობდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გუნდის ქორმაისტერის ასისტენტად. ოპერის თეატრში საგუნდო ხელოვნებისაღიარებულ დიდოსტატთან - ავთანდილ ჩხენკელთან მჭიდრო შემოქმედებითმა ურთიერთობამ დიდი როლი შეასრულა მისი პროფესიული ზრდის და დახვეწილი მხატვრული გემოვნების ფორმირების საკითხში.მათი უშუალო თანამშრომლობით მომზადდა საოპერო სპექტაკლები: ჯუზეპე ვერდის „აიდა“ და „ოტელო“, რევაზ ლაღიძის „ლელა“, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ და სხვა.
1998 – 2003 წლებში აჭარის სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერია.
2004 -2012 წლებში მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარ დირიჟორად. კაპელის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის საგუნდო ნაწარმოებებს. საყოველთაოდ აღიარებულია კოლექტივის მაღალი საშემსრულებლო დონე.
2006 – 2008 წლებში გაიარა ასპირანტურა-სტაჟირების სრული კურსი აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით.
2012 წლის 6 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში - მინისტრის მოადგილედ.
ჯილდოები და რეგალიები
ორშ | სამშ | ოთხშ | ხუთშ | პარ | შაბ | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |